წესები და პირობები
ვებ გვერდზე რეგისტრაციის დროს თქვენ ავტომატურად ეთანხმებით კომპანია „პოსტერეიშენის“ (შემდგომში ‘ „კომპანია“) მიერ მოწოდებულ წესებსა და პირობებს:
- კომპანია მაქსიმალურად ზუსტ ინფორმაციას (ფოტო და ზომა) განათავსებს გასაყიდი პროდუქტის შესახებ კონკრეტული პროდუქციის აღწერის ველში;
- თუ მიღებული პროდუქტი იქნება დაზიანებული ან განსხვავებული აღწერაში მითითებული ინფორმაციისგან, კომპანია ნივთს შეცვლის საკუთარი ხარჯებით. იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტის შეცვლა არ არის შესაძლებელი, კომპანია უზრუნველყოფს თანხის სრულად ანაზღაურებას.
- ნივთის მიღებისას დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში, მომხმარებელი იმავე დღეს უნდა დაუკავშირდეს კომპანიას ელ.ფოსტის - info@Posteration.ge ან სოციალური მედიის არხების (https://www.facebook.com/Posteration) მეშვეობით და წარმოადგინოს ნივთის დაზიანების ამსახველი ფოტოები. ფაქტის შესწავლის შემდგომ, კომპანიის მხრიდან მოხდება დაუყოვნებლივი რეაგირება;
- შეკვეთის შეცვლა ან გაუქმება შესაძლებელი იქნება შეკვეთის განხორციელებიდან 1 საათის განმავლობაში (ყველა ნივთი მზადდება ინდივიდუალურად, შეკვეთის გაკეთების შემდგომ);
- შეკვეთის განხორციელებიდან 1 საათის შემდეგ კომპანია უფლებას იტოვებს აღარ შეცვალოს ან გააუქმოს შემოსული შეკვეთა და მისი ანაზღაურება სრულად დაეკისროს მომხმარებელს;
- საიტზე დაფიქსირებულ პროდუქციის ფასებს განსაზღვრავს კომპანია და უფლებას იტოვებს განახორციელოს ნებისმიერი ცვლილება;
- გადახდა შესაძლებელია მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით, ქართული ან უცხოური ბანკების ბარათების მეშვეობით. გადახდა ხდება წინასწარ, შეკვეთის განხორციელების მომენტში. ნაღდი ფულით ანგარიშსწორება არ ხდება;
- მომხმარებელს შეკვეთილი პროდუქციის მიღება შეუძლია 2 მეთოდით: ადგილზე მიწოდების სერვისი და კომპანიის მაღაზიიდან (თბილისი, პ.მელიქიშვილის ქ.13) გატანის სერვისი. მომხმარებელმა შეკვეთის განთავსებისას სარეგისტრაციო ფორმაში, სპეციალურ ველში უნდა დააფიქსიროს პროდუქციის მიღების მეთოდი;
- კომპანიის პროდუქციის ადგილზე მიწოდების სერვისს უზრუნველყოფს საკურიერო კომპანია მთელი საქართველოს ტერიტორიაზე;
- ადგილზე მიწოდების ვადები განისაზღვრება შეკვეთის დამზადების შემდეგ: თბილისის მასშტაბით - 1-3 სამუშაო დღე, რეგიონებში - 3-4 სამუშაო დღე;
- შეკვეთის ადგილზე მიწოდების პერიოდში მომხმარებელი ვალდებულია ხელმისაწვდომი იყოს შეკვეთის განხორციელების დროს მითითებულ საკონტაქტო ნომერზე და უპასუხოს კურიერის ზარს;
- თუ მომხმარებელთან დაკავშირება არ/ვერ ხერხდება (მომხმარებელი არ პასუხობს კურიერის განხორციელებულ ზარს), კურიერი მეორე სამუშაო დღეს განმეორებით შეეცდება დაკავშრებას და შეკვეთის მიწოდებას;
- თუ ორი მცდელობის შემდეგ, კურიერი ვერ მოახერხებს მომხმარებელთან დაკავშირებას და ამანათის მიწოდებას, საკურიერო კომპანია ამანათს დააბრუნებს კომპანიაში. კომპანიის მხრიდან მოხდება მომხმარებელთან დაკავშირება, შეკვეთის დეტალების დაზუსტება და სურვილის შემთხვევაში, პროდუქტის თანხის უკან დაბრუნება, რა დროსაც ამანათის ადგილზე მიწოდების სერვისის ღირებულება არ ანაზღაურდება;
- კომპანიაში დაბრუნებული შეკვეთის განმეორებით ადგილზე მიწოდების სერვისით სარგებლობისთვის, მომხმარებელმა უნდა განახორციელოს ამ სერვისის ღირებულების განმეორებით გადახდა.
- პროდუქტის მიწოდების ზუსტ თარიღსა და დროს, კომპანიისგან დამოუკიდებლად, განსაზღვრავს საკურიერო კომპანია.
კონფიდენციალურობა
კომპანია „პოსტერეიშენი“ (შემდგომში ‘ „კომპანია“) მაქსიმალურად უზრუნველყოფს საკუთარი მომხმარებლის პირადი ინფორმაციის უსაფრთხოებას.
ვებ-გვერდზე რეგისტრაციის დროს თქვენ ავტომატურად ეთანხმებით საიტის შიდა პოლიტიკას და საქართველოს კანონმდებლობით დაწესებული პერსონალური ინფორმაციის უსაფრთხოების წესებს:
- კომპანია არ გადასცემს მესამე პირს თქვენს მიერ საიტზე დაფიქსირებულ პირად ინფორმაციას;
- კომპანია არ გადასცემს სარეკლამო კომპანიებს თქვენს პირად ელ.ფოსტას და ტელეფონის ნომერს;
- კომპანია არ გადასცემს მესამე პირს თქვენს მიერ შეძენილი ნივთების შესახებ ინფორმაციას გარდა საგადასახადო ორგანოებისა;
- კომპანია უფლებას იტოვებს საკუთარ გვერდზე განათავსოს მისი პოლიტიკის შესაბამისი პროდუქცია;
- კომპანია უფლებას იტოვებს მომხმარებლის მიერ დაფიქსირებული საკონტაქტო ინფორმაცია მიაწოდოს საკურიერო კომპანიას, იმისათვის რომ მოხდეს სრულყოფილი მომსახურება პროდუქციის ადგილზე მიწოდების სერვისით სარგებლობის შემთხვევაში;
- კომპანია უზრუნველყოფს საკურიერო კომპანიასთან ხელშეკრულებით დაარეგულიროს საკონტაქტო ინფორმაციის კონფიდენციალურობა, რაც გულისხმობს მიწოდებული ინფორმაციის მესამე მხარისთვის არ გადაცემას;
- კომპანია უფლებას იტოვებს, კომუნიკაციის მიზნით, გააგზავნოს საინფორმაციო შეტყობინებები მომხმარებლის მიერ დაფიქსირებულ ელ.ფოსტაზე;
- კომპანია არ აგებს პასუხს რეგისტრაციის დროს შეყვანილი ინფორმაციის სიზუსტეზე, თუ ამას სხვა პირი მოახდენს ინფორმაციის მფლობელი პირის გარეშე.